დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო“ და ორგანიზაციის „რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრი“ ერთობლივი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა საჯარო ლექციის ფორმატში გაიმართა.
ლექციაზე ევროპალამენტარმა მონიკა მაკოვეიმ წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის თანამშრომლებს რუმინეთის ევროკავშირში ინტეგრაციის მაგალითზე ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საკრებულოს თანამშრომლებმა კითხვა-პასუხის ფორმატში ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა მართლმსაჯულებისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა.
პროექტი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ტარდება, ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფორმატში ხორციელდება და მის მიზანს ქვეყანაში ევროინტეგრაციის საკითხებში ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის გაზრდა წარმოადგენს.
შეხვედრას წარმომადგენლობით ორგანოს აპარატის თანამშრომლების გარდა, ფონდის წარმომადგენლები-ვანო ჩხკივაძე, ანი ახალკაცი და სალომე კაჭარავა ესწრებოდნენ.
სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გენდერული ნიშნით ძალადობაზე თბილისის საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23,2024თბილისის საკრებულოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა
ნოემბერი 10,2022